დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვარის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.114.016279 |
|
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვარის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ცვლილება შევიდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ’’ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015წლის 16 იანვარის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016243)
1. დადგენილების მეორე მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ე1 ქვეპუნქტი „ე1) 0-იდან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების მედიკამენტების შეძენაზე დახმარება. ". 2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი „მუხლი 191. 0-იდან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების მედიკამენტების შეძენაზე დახმარება 1.დახმარების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა N100) და ანგარიშ-ფაქტურა; ე) შშმ პირის დამადასტურებელი საბუთი; 2. თანხა გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის(ბრძანების) საფუძველზე არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა.". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები