საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016201
37/2015
31/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
010190020.15.008.016201
საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №37/2015

2015 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის შემთხვევაში:

1. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია, თუ ასეთი პარტია იმავდროულად მონაწილეობს საკრებულოს შუალედურ არჩევნებშიც, აღარ საჭიროებს საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის გავლის ცალკე  პროცედურებს.

2. პარტიას, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ამ დადგენილების პირველი მუხლის მოთხოვნების შესაბამისად და შემდგომ უარს განაცხადებს/დაკარგავს შესაბამის შუალედური არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, გააუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია, მხოლოდ შესაბამისი შუალედური არჩევნების რეგისტრაციის ნაწილში.

3. ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის დაკვირვების განსახორციელებლად, შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, აღარ საჭიროებენ ცალკე სარეგისტრაციო პროცედურებს.

4. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თუ ისინი აკრედიტაციას გაივლიან პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის აკრედიტაციისათვის აღარ საჭიროებენ ცალკე სააკრედიტაციო  პროცედურებს.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი