საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პარტიის რეგისტრაციის წესის და ვადების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36/2015
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016200
36/2015
31/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
010190020.15.008.016200
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პარტიის რეგისტრაციის წესის და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პარტიის რეგისტრაციის წესის და ვადების განსაზღვრის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №36/2015

2015 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პარტიის რეგისტრაციის წესის და ვადების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს პარლამენტის  2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო რეგისტრაციის არმქონე პარტია, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით, განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა და განცხადების მიღებისთანავე (პარლამენტში წარმომადგენლის არყოლის შემთხვევაში) მას გადაეცემა ცესკოს მიერ დადგენილი ფორმის პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია შუალედური არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა  25 000 ამომრჩევლის სია, ხოლო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია იმავე ვადაში ცესკოს წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სია მოწმდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 38-ე მუხლით დადგენილი წესით. პარტიის, რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, საარჩევნო რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი