„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 27/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.04.001.001.849
  • Word
1549
03/06/2005
სსმ, 31, 27/06/2005
010.020.000.04.001.001.849
„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2004, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლმეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

1. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოისახება სახელმწიფო გერბი, არიან:

ა) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები;

ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

გ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, საზღვარგარეთ საქართველოს სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები;

დ) საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები;

ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები;

ვ) სამხედრო ნაწილები;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულები;

თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;

ი) საქართველოს საერთო სასამართლოები.

2. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობების ფასადზე და სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირთა სამუშაო ოთახებში.

3. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებისას;

ბ) საქართველოს ფულის ნიშნებზე (ბანკნოტებსა და მონეტებზე);

გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

1. საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი.

2. სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთა სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, არიან:

ა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, რომლებზედაც დელეგირებულია სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობებსა და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.

4. სამხედრო ხომალდებზე და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

1. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოყენება სავალდებულოა.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით დადგენილი შემთხვევისა. ამ ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხას, რომლებზედაც სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოყენება სავალდებულოა, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

სახელმწიფო გერბი შესაძლებელია გამოისახოს ერთ ფერში, ჰერალდიკური დაშტრიხვით ან მის გარეშე.“.

6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

7. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ სახელმწიფო გერბის გამოყენება შენობების ფასადზე, ბეჭდებზე, შტამპებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე. სხვა შემთხვევებში ისინი სახელმწიფო გერბს იყენებენ შეუზღუდავად.“.

8. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ ჰერალდიკურ კომისიასთან თანამშრომლობით უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებების ეტაპობრივად გატარება 2007 წლის 1 იანვრამდე.“.

    მუხლი 2

„სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე თანდართული სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების გამოსახულებები შეიცვალოს ამ კანონზე თანდართული სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების გამოსახულებებით.

    მუხლი 3.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 3 ივნისი.

№1549-Iს