„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016095
33
27/08/2015
ვებგვერდი, 02/09/2015
010250050.35.172.016095
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის №08 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/07/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016008) დამტკიცებულ ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შევიდეს შემდეგი  ცვლილება:

ა) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.თ” ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ვ“ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის ანგარიშს შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვის შესახებ, ახორციელებს  შესყიდვებს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

გ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ.ბ” ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ. კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა ან მასში გაწევრების შესახებ. მეწარმე იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე