,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.156.016216
22
27/08/2015
ვებგვერდი, 02/09/2015
270070000.35.156.016216
,,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №22

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შევიდეს ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა)  მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  15 დეკემბრის  №74 დადგენილებაში (სსმ, 27.01.2015 წ., 270070000.35.156.016192), კერძოდ:

დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. განისაზღვროს საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ყოველთვიური ხარჯის ოდენობა 395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი