ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.131.016164
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
27/08/2015
ვებგვერდი, 03/09/2015
010250020.35.131.016164
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/09/2015 - 21/02/2018)

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საფინანსო სამსახურმა ყოველი თვის 20 რიცხვში უზრუნველოს საკრებულოს წევრების, რომლებიც არ არიან საკრებულოს თანამდებობის პირები, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ოქტომბრის №19 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე