დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.018830 |
|
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში − „დანერგე მომავალი“:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბაღების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70%, როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაშიც. ამავდროულად, თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური ღირებულების ოდენობა დადგენილია დანართი №2-ის შესაბამისად.“. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფლობს წვეთოვან სარწყავ სისტემას, მას შეუძლია მიიღოს თანადაფინანსება მხოლოდ ბაღის გაშენებისთვის საჭირო ნერგების შესაძენად, ამ მუხლის მე-2 პუნქტში დადგენილი ოდენობით. წვეთოვანი სარწყავი სისტემის საკუთრებაში ფლობის ან/და ვარგისიანობის დამადასტურებელ დოკუმენტაციის ჩამონათვალს განსაზღვრავს სააგენტო.“. 3. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ლურჯი მოცვის კულტურის გაშენების შემთხვევაში თანადაფინანსების მოცულობა 1 ჰა-ზე განისაზღვროს არა უმეტეს 15 000 ლარის ოდენობით. თანადაფინანსების ზედა ზღვრის გაანგარიშებაში არ მოხდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებით გადასაცემი საწამლი აპარატების ღირებულების გათვალისწინება.“. 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთი საკადასტრო კოდით მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ან მას მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსაგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში). ამასთან, შესაძლებელია, მომიჯნავე მიწის ნაკვეთები პოტენციურ ბენეფიციარს საკუთრებად ჰქონდეს რეგისტრირებული რამდენიმე საკადასტრო კოდით იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მათი გაერთიანება გეოგრაფიული მდებარეობის ან/და სხვა ხელშემშლელი ფაქტორის გამო, კერძოდ: მომიჯნავე ნაკვეთებს შორის არსებობს ქარსაცავი ზოლი, არხი, მაღალი ძაბვის გადამცემი სადენები და სხვა. ხელშემშლელი გარემოება უნდა დადასტურდეს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე დაბრკოლების გარეშე უნდა ხდებოდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.“. 5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მიწის ნაკვეთის ფართობი, სადაც იგეგმება მრავალწლიანი კულტურის ბაღის მოწყობა, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 ჰა-ს.“. 6. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ბაღების გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის გარეშე. ამ რეგიონებში წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის გარეშე ბაღების გაშენება შესაძლებელია მხოლოდ თხილის კულტურით. ამ პუნქტის შესაბამისად გაშენებულ ბაღ(ებ)ზე არ ვრცელდება ამ პროგრამის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.“. 7. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. სანერგე მეურნეობის თანადაფინანსების კომპონენტით დაფინანსდებიან მხოლოდ ის ბენეფიციარები, რომლებიც შექმნიან ისეთ სანერგე მეურნეობებს, სადაც იწარმოება დანართი №5-ით გათვალისწინებული კულტურები.“. 8. დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე მუხლი: „მუხლი 26. ინტერესთა კონფლიქტი 1. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ფიზიკური პირია, ის ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ფლობს წილს ნერგების ან/და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მიმწოდებელ იმ კომპანიაში, რომლისგანაც გეგმავს ნერგების ან/და წვეთოვანი სისტემების შეძენას. 2. იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი იურიდიული პირია, ის ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ფლობს წილს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების მიმწოდებელ იმ კომპანიაში, რომლისგანაც გეგმავს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენას. 3. თუ პოტენციური ბენეფიციარი არის იურიდიული პირი და მის პარტნიორს აქვს წილი ნერგების, წვეთოვანი სისტემების, უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეებისა და პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების მიმწოდებელ კომპანიაში, რომლიდანაც გეგმავს ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის, უვირუსო სადედე ნერგების, ინტენსიური ტიპის უვირუსო საძირეების, პორტატული ლაბორატორიული მოწყობილობების შეძენას, ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას. 4. წინამდებარე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი ვრცელდება მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მიმწოდებელ კომპანიებზე. 5. იმ შემთხვევაში: ა) თუ ფიზიკურ პირს პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს თანადაფინანსება, ამ ფიზიკური პირის პარტნიორობით არსებული იურიდიული პირი მიიღებს თანადაფინანსებას ფიზიკური პირის მიერ პროგრამის შესაბამისი კომპონენტით მიღებული თანადაფინანსების დარჩენილი ოდენობის ფარგლებში; ბ) თუ იურიდიულ პირს პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს თანადაფინანსება: ბ.ა) მისი პარტნიორი, როგორც ფიზიკური პირი, მიიღებს თანადაფინანსებას იურიდიული პირის მიერ პროგრამის შესაბამისი კომპონენტით მიღებული თანადაფინანსების დარჩენილი ოდენობის ფარგლებში; ბ.ბ) მისი პარტნიორის მონაწილეობით არსებული სხვა იურიდიული პირი მიიღებს თანადაფინანსებას იურიდიული პირის მიერ პროგრამის შესაბამისი კომპონენტით მიღებული თანადაფინანსების დარჩენილი ოდენობის ფარგლებში. 6. ეს მუხლი ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ ორივე კომპონენტზე.“. 9. სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავალი“ დანართი №1, დანართი №2 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციებით. 10. დანართი №3 ამოღებულ იქნეს. 11. სახელმწიფო პროგრამას − „დანერგე მომავალი“ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №5. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1. მრავალწლიანი კულტურების ნუსხა რეგიონების მიხედვით
დანართი №2. თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობის ცხრილი კულტურების მიხედვით:
დანართი №4. ნერგების 1 ჰა-ზე დასარგავი მინიმალური რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების მიხედვით (მცენარეების დასაშვები მინიმალური სიხშირე 1 ჰა-ზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენების მიზნით)
დანართი №5. მრავალწლიანი კულტურების ნუსხა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები