დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 446 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018832 |
|
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13.03.2015 წ., 010220020.10.003.018495) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა გიგლა აგულაშვილი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; თეიმურაზ მურღულია − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ვაჟა გელეიშვილი − სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; ქეთევან ლომიძე − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის მთავარი სპეციალისტი − კომისიის მდივანი; შოთა ტაბატაძე − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალური რესურსების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; ემილ წერეთელი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მერაბ ჩალათაშვილი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; მერაბ გაფრინდაშვილი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; თინათინ შენგელია − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს უფროსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი; დავით რობაქიძე − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის წიაღით სარგებლობის კონტროლის განყოფილების უფროსი; უჩა ზვიადაძე − სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ბერდი ზაუტაშვილი − სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; შალვა გეგია − სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეპარტამენტის გეოლოგიური აგეგმვისა და ძებნა-ძიების მიმართულების უფროსი მასწავლებელი; გიორგი მაღალაშვილი − სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის − საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების და მათი გამოყენების ლაბორატორიის განყოფილების გამგე, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული გეოლოგი; ნოდარ ქაჯაია − სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მყარი სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების პროგრამის ხელმძღვანელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ლალი ღოღობერიძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; ნინო თანდილაშვილი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი; ირაკლი ნადარეიშვილი − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; შორენა იოსებიძე − საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული დაგეგმვისა და სისტემური მართვის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები