„ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 447
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.018833
447
27/08/2015
ვებგვერდი, 31/08/2015
430210000.10.003.018833
„ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №447

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის №98 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.02.2011 წ., 430210000.10.003.016259) და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოში სასკოლო განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დებულება.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დებულება“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ (შემდგომში − კონკურსი) ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე მისი მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი