დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 443 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.018829 |
|
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-5 მუხლის: ა) 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტოს მიერ, პროგრამის ფარგლებში, კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას, სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობებით.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, კომერციული ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტის: გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმოების დაწყებიდან ან/და არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით დამტკიცებული პროექტის შემთხვევაში, ლიზინგის საგნის გაცემიდან ორი წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნებას;“; გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის: ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამითა და მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, სააგენტო ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში ახორციელებს: ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის აშშ დოლარში გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 8 (რვა) პროცენტის ოდენობით/ლარში გაცემულ კრედიტზე დარიცხული არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში; ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის აშშ დოლარში გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით/ლარში გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არაუმეტეს 2,500,000.0 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით. 3. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის პირველად გაცემული კრედიტის მინიმალური მოცულობა შეადგენს არანაკლებ 150,000.0 (ას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს/250,000.0 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა – 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს/5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარს.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კომერციული ბანკის მიერ პროექტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული კრედიტის სარგებლობისათვის განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარამდე − არაუმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტისა; ბ) 500,000.0 (ხუთასი ათასი) აშშ დოლარიდან 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარამდე − არაუმეტეს 10 (ათი) პროცენტისა; გ) 1,000,000.0 (ერთი მილიონი) აშშ დოლარიდან 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარამდე − არაუმეტეს 9 (ცხრა) პროცენტისა; დ) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარამდე − არაუმეტეს 13 (ცამეტი) პროცენტისა; ე) 1,500,000.0 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს 12 (თორმეტი) პროცენტისა; ვ) 3,000,000.0 (სამი მილიონი) ლარიდან 5,000,000.0 (ხუთი მილიონი) ლარამდე − არაუმეტეს 11 (თერთმეტი) პროცენტისა.“; გ) მე-8 პუნქტის: გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში კრედიტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა იზრდებოდეს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა;“; გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულ პროექტზე სააგენტომ განახორციელოს გაცემულ კრედიტზე ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობა პროგრამის ბენეფიციარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს კრედიტის გაცემიდან 48 თვისა;“; გ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) კომერციული ბანკის მიერ ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრედიტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში დასაშვებია ისეთი პარალელური კრედიტის გაცემა, რომლის დროსაც არ უნდა გაიზარდოს კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებისათვის და უზრუნველყოფაში თანამონაწილეობისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა.“; ე) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. 61 მუხლის: ა) მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სალიზინგო პროექტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა გაიზარდოს სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებისათვის განსაზღვრული თავდაპირველი ვადა.“. 4. 121 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეწარმე სუბიექტი – 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი; გ) მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი − 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე არაუმეტეს სამი ფიზიკური პირის გაერთიანება; დ) პროგრამის ბენეფიციარი – მეწარმე სუბიექტი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა; ე) პროგრამის ბენეფიციართა ჯგუფი − მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი, რომელმაც მიიღო პროგრამით განსაზღვრული ხელშეწყობა ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;“. 5. დანართის : ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მინერალური საწვავი, ნავთობი და მათი გამოხდის პროდუქტები; ბიტუმოვანი ნივთიერებები; მინერალური ცვილები:
“; ბ) მე-7 პუნქტის 7.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მერქნისა და მერქნის ნაწარმის წარმოება:
“; გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. მინერალური პროდუქტები
|
მუხლი 2 |
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 3. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 30 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები