დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016237 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08.04.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016222) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. ყოველ სამარეზე გაანგარიშებული და გამოყოფილი უნდა იქნეს 3 კვ.მ-მდე ფართობის ტერიტორია (3X4) ანუ ზღვრულ ნორმად მიჩნეულ იქნეს 12 კვ.მ. სამარისათვის გამოყოფილი 1 კვ.მ. მიწის ფართობზე სასაფლაო მომსახურების საფასური განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით. ზღვრული ნორმის – 12 კვ.მ-ზე ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე 15 (თხუთმეტი) ლარი. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალავად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 3 კვ.მეტრი და იგი გაიცეს საფასურის გადახდის გარეშე, უსასყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. ომის ვეტერანებს და მასთან გათანაბრებულ პირებს, დევნილებს და სოცილაურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 70 000-მდე ქულის მქონე ოჯახებს, მხოლოდ 2-ადგილიანი საფლავის გამოყოფისას, დაუწესდეს შეღავათი 50% ფასდაკლებით. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ითხოვს წინასწარ საოჯახო საფლავის გამოყოფას ამ შემთხვევაში შეღავათი არ ვრცელდება. არსებულ საფლავზე მიცვალებულის დაკრძალვის რეგისტრაციის მომსახურების საფასური განისაზღვროს 15 (თხუთმეტი) ლარის ოდენობით. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის 0.5 მეტრზე ნაკლები. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (სოფლებში) არსებულ სასაფლაოზე მიცვალებულის დასაკრძალავად მიწის ფართობი გაიცეს საფასურის გადახდის გარეშე. ქალაქ სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდინარე ცივის მიმდებარედ არსებულ სასაფლაოზე მიცვალებულის დასაკრძალავად მიწის ფართობი სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოსახლეობისათვის გაიცეს საფასურის გადახდის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები