„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 იანვრის №3/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20/25
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016276
20/25
26/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
010250020.35.111.016276
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 იანვრის №3/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №20/25

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 იანვრის №3/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად,  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 28 იანვრის №3/4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.02.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი:  010250020.35.111.016255) შეტანილ იქნეს ცვლილება,  კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობა (ზღვრული ოდენობა) არ უნდა აღემატებოდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15% -ს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ძალადაკარგულად გამოცხადდეს.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 5 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეაკაკი დარჯანია