„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის №692 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 282
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 020090000.08.002.016994
282
27/08/2015
ვებგვერდი, 27/08/2015
020090000.08.002.016994
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის №692 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №282

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის №692 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის №692 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2013, 020090000.08.002.016867) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:
ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41, 42 და 43  პუნქტები:

„41. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ადმინისტრაციას არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისაგან.

42. ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება.

43. საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა.“;

ბ) მე-5 პუნქტის:
ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციის სტრუქტურა (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);“;

ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინფორმაცია ადმინისტრაციის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შესახებ, ასევე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლების შესახებ: სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლდება ცვლილების შემთხვევაში);“;

ბ.გ) „ლ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ლ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ლ1) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების ჩამონათვალი;“;

ბ.დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ინფორმაცია ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებისათვის გაცემული შრომითი გასამრჯელოს კვარტალური ოდენობის შესახებ (ჯამურად) (ქვეყნდება კვარტალურად);

შენიშვნა: თანამდებობის პირთა შრომითი გასამრჯელოს შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე: www.declaration.gov.ge.“;

ბ.ე) „მ“ ქვეპუნქტს დაემატოს „მ1“ და „მ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„მ1) ადმინისტრაციის წლიური ბიუჯეტი;

2) ინფორმაცია ადმინისტრაციის მოსამსახურეთა გენდერული ბალანსის შესახებ;“;

ბ.ვ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ინფორმაცია ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტებისათვის გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ (ჯამურად) (ცალკე - ქვეყნის შიგნით და ცალკე ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისათვის) (ქვეყნდება კვარტალურად);“.

2. ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული №2 დანართის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (შემდეგში - ადმინისტრაცია) ელექტრონული ფორმით არსებული საჯარო ინფორმაციის  მოთხოვნის წესსა და პირობებს.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ  მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაცია, დაინტერესებული პირის თანხმობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერასა და გაცემას „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი