ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.127.016181
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
27/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
190020020.35.127.016181
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/09/2015 - 15/12/2021)

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. ზესტაფონი     

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 156-ე მუხლის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ყოველთვიური ოდენობა ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით.
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №9 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე