დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.127.016180 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) ზღვრული ოდენობის შემოღებისა და მისი განკარგვის შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის №5 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 01/03/2013 წ., სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.127.016084) მე-2 მუხლში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„მუხლი 2 რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 %, ხოლო საქმიანობისათვის სპორტის დარგში გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,001 %. |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები