დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის #46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016159 |
|
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №46 დადგენილებაში (სსმ 22/12/14; სარეგისტრაციო კოდი 190020020,35,130,016123) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
I თავის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“ . | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
I თავის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“ . | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
II თავის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 13463,5 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
II თავის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახადები 450,0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“. |
5.
II თავის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გრანტები 12042,9 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
“.
|
6.
II თავის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 970,6 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
“.
|
7.
III თავის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები 8226.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით. ათას ლარებში
“.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
8.
III თავის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8703.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8733.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებშია
ბ) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 30.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
9.
III თავის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„,მუხლი 9. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
10.
IV თავის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -3467.3 ათასი ლარის ოდენობით.“ |
11.
IV თავის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -3467.3 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -3467.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“ |
12.
IV თავის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 123,4 ათასი ლარის ოდენობით. |
13.
V თავის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით: 1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გაგრძელდება თავდაცვის და საგანგებო სიტუაციის დაფინანსება. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) თავდაცვის უნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა კანონმდებლობების მიხედვით თვითმმართველი ერთეულისათვის წარმოადგენს დელეგირებულ უფლებამოსილებას და ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მთლიანად მოხმარდება მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის მიერ წვევანდელთა სამხედრო აღრიცხვის ღონისძიებების, წვევამდელთა გაწვევის ორგანიზების და შესაბამის გამწვევ პუნქტებამდე ტრანსპორტირების, რეზერვის აღრიცხვის და გაწვევის ორგანიზების და სხვა კანონმდებლობებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სამხედრო ვალდებულთა სრული აღრიცხვა, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. 1.2 საგანგებო სიტუაციების მართვა ( პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება საჩხერის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამართული ფუნქციონირება. ამ პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ასიგნებები იძლევა გარანტიას რომ, სამსახურის მიერ მაღალ დონეზე განხორციელდეს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციის ღონისძიებების, ხოლო საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა. შ) წარმოქმნის შემთხვევაში მათი სალიკვიდაციო სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცემა გრანტი. ამ პროგრამების განხორციელებით შესაძლებლობის ფარგლებში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი სტიქიების შედეგად გამოწვეული ზარალი და დაცული იქნება მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისათვის აუცილებელ ძირითად პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში ახლის მშენებლობასთან ერთად განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თოვლისაგან საავტომობილო გზების გაწმენდა, მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა, ხიდ-ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნების დამონტაჟებისა და ქუჩების მონიშვნითი სამუშაოების ჩატარება, ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია, ქ. საჩხერეში მოსაცდელი ლაითბოქსების მოწყობა. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლოატაცია, არსებული სასმელი წყლის სისტემების და გარე განათების ქსელის მოვლა-ექსპლოატაცია. უზრუნველყოფილი იქნება ქ. საჩხერისა და მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებული პუნქტების დასუფთავება და ნაგვის გატანა. 2.2.1 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ, საჩხერის ქუჩების, სკვერების, მოედნების და სხვათა ყოველდღიური დასუფთავება. ქ. საჩხერიდან და მუნიციპალიტეტის რიგი სოფლებიდან და ცენტრალური საავტომობილო გზის პირებიდან ნაგვის გატანა, ნაგავსაყრელამდე მიტანა და სხვა. ამ ღონისძიებების განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სუფთა გარემო და კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობა. 2.2.2 საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში არსებული ჩამდინარე წყლების სისტემების, სანიაღვრე კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა რეაბილიტაცია. ამ ღონისძიებების განხორციელებით თავიდან იქნება აცილებული საკანალიზაციო სისტემებიდან ნახმარი წყლის გაჟონვა და მდინარეში ჩადინდება გაწმენდილი საკანალიზაციო მასა, გარანტირებული გახდება გარემოს დაცვა. 2.2.3 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალბინიანი შენობის რეაბილიტაცია 2.2.4 გარე განათება რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. საჩხერეში, გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სოფლებში სხვიტორში, ჭორვილაში და პერევში არსებული გარე განათების ქსელის ტექნიკური მოვლისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები. 2.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. საჩხერის გამწვანება და სასაფლაოების მოვლა-პატრონობა. 2.3.1 ქ. საჩხერის გამწვანების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერის ქუჩებში, სკვერებში და მოედნებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-პატრონობა, მათი გასხვლა-გადაბელვა, სკვერებში და გაზონებში ერთწლიანი ნარგავების, ყვავილების და სხვათა დარგვა და მოვლა-პატრონობა. აღნიშნული პროგრამის განხორციელებისათვის შექმნილია ა(ა)იპ ,,ზურმუხტი“. 2.3.2 სასაფლაოების შემოღობვა, კეთილმოწყობა და მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში ორი ერთეული სასაფლაოს მოვლა-პატრონობა. 2.3.3. სკვერების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 03) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია აკაკი წერეთლის სკვერის რეაბილიტაცია. 2.3.4. ქალაქის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 04) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ქალაქში დეკორატიული ღობეების მოწყობა. 2.3.5. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის განვითარებისათვის, განკარგულებით გამოყოფილი თანხების გადანაწილება ხდება მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი და მათთან შეთანხმებული სამუშაოების მიხედვით. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია სოფლებში -სარიტუალო დარბაზების კეთილმოწყობა; საზოგადოებრივი ცენტრებისა და ხიდ-ბოგირების მშენებლობა; მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია, სასაფლაოების, სკვერებისა და სტადიონების შემოღობვა და კეთილმოწყობა; სასმელი წყლის სისტემების, საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე გარეგანათების მოწყობა.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართებით ზოგად განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ამასთან ამ პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელშეწყობა და სკოლისგარეშე დაწესებულებების დაფინანსება. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) საჩხერის მუნიციპალიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 12 ერთეული საბავშვო ბაღი, რომელსაც იანვრიდან დაემატება 4 ერთეული საბავშვო ბაღი, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღებში ირიცხება 1000 აღსაზრდელი, რომელთა აღრზდას ემსახურება 168 აღმრზდელი. ბიუჯეტიდან ერთი აღსაზრდელის აღზრდის დაფინანსებაზე უნდა დაიხარჯოს 1130 ლარი, რომელიც უნდა მოხმარდეს შრომის ანაზღაურების, კვების, ინვენტარის შეძენის და სხვა ხარჯების დაფინანსებას. 2015 წელში გათვალისწინებულია 4 ერთეული საბავშვო ბაღის გახსნა. ბაღები გახსნილი იქნება პერევის, ორღულის, გორისის და ჭალოვანის სოფლებში. 3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხარჯები. 3.3 ა(ა) იპ- საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების მიზანმიმართული საქმიანობა. სწორედ ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში ამ საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელებისათვის განსაზღვრულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხარჯების დაფინანსება. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების ხელშეწყობა. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდობის მრავალმხრივი ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი აგრძელებს კულტურული, სპორტული და რელიგიური ორგანიზაციების და ახალგაზრდული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული და იმედისმომცემი სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლისა და საცურაო აუზის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების მოწყობა და გაგრძელდება იმედისმომცემ სპორტსმენებზე სტიპენდიების გაცემა. 4.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის მასშტაბის სპორტული ღონისძიებების მოწყობა. კერძოდ, ფეხბურთში, ჭადრაკში, ძალოსნობაში, კრივში, ჭიდაობაში და სხვა. ამასთან იმედის მომცემ სპორტსმენზე წლის განმავლობაში გაიცემა 9,6 ათასი ლარის ოდენობის სტიპენდია. 4.1.2 ა(ა)იპ-საჩხერის სასპორტო სკოლა და ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზი (პროგრამული კოდი 05 01 02; 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლისა და ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზის დაფინანსება. ა(ა)იპ საჩხერის სასპორტო სკოლა მთლიანად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. აქ არსებულ 42 სპორტულ წრეში ჯანმრთელობას იკაჟებს 605 ბავშვი ა(ა)იპ საჩხერის საცურაო აუზი საკუთარ შემოსავლებთან ერთად დაფინანსებას ღებულობს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც. აქ სპორტული მკურნალობის კურსს გადის სქოლიოზითა და სხვადასხვა ტრამვებით დაავადებული ბავშვები. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება და მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია დაფინანსდეს გამოჩენილი ადამიანების საიუბილეო, საშობაო-საახალწლო, თეატრალურ-მუსიკალური ღონისძიებები, ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება სრულიად საქართველოს ფესტივალი ,,ქართული საგალობლები”, საჩხერქალაქობა. 4.2.2 კულტურული განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტის მიერ ა(ა)იპ-ის ფორმით დაფუძნებული სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, კულტურის სახლების და მუზეუმების, სულ 10 ერთეული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება. შრომის ანაზღაურებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასაც. 4.3 მასმედიას ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) ამ პროგრამის ფარგლებში გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მათი ხელმძღვანელების მიერ მიღებული და გამოცემული დადგენილებები, განკარგულებები და ბრძანებები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმაციულ უზრუნველყოფას. 4.4 ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ახალგაზრდული ღონისძიებები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობის ნორჩ შემოქმედთა ბანაკის მომსახურებებისა და მგზავრობის ხარჯები და სხვა. 4.5 ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ფინანსური დახმარება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1 საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერების ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციების გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიულ დაავადებათა თავიდან აცილება; · მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები. 5.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებებს, ავადმყოფთა დახმარებას, სხვადასხვა ორგანიზების და ღონისძიებების სუბსიდირებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ავადმყოფთა სოციალური დაცვა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის ავადმყოფებზე და შემდეგი ოდენობით: 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 70000–ამდე, ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა და არ უნაზღაურდება მკურნალობის თანხა, სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე ჩაერიცხება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 2. ბენეფიციართა იმ კატეგორიას, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, მაგრამ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი დასაბუთებით ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, სამედიცინო დაწესებულებაში მომსახურების წილობრივი თანხა ჩაერიცხება, სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; 3. ბენეფიციარს რომელსაც ესაჭიროება: გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური–ქირურგიული ოპერაცია, ლაბორეტორიული ინსტრუმენტული, პოზიტრონული–ემისიური კომპიუტერული ტომაოგრაფია (PET/CT), კორონოგრაფია, გასტროფიბაროსკოპია და ფიბროსკოპია, სანატორიულ– კურორტული მკურნალობა, თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია და სხვა სამედიცინო მომსახურეობა, სახელმწიფო ან სხვა სამედიცინო სადაზღვეო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება განესაზღვროს არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; 4. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%–ით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა; 5. ონკოლოგიური ავადმყოფის სამედიცინო სტაციონალური მომსახურება რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%–ით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა; 6. ქრონიკული დაავადებების მქონე მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ ბენეფიციართა კონტინგენტია: ა) მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარამდე. ბ) ონკოლოგიური დაავადებით დაავადებული პაციენტები, ქიმიური თერაპიის შემდგომ 300 (სამასი)ლარამდე ერთჯერადად. გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ თირკმლის ტრანსპლანტაციის მქონე ბენეფიციარებზე ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარამდე. 7. მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებულ მოქალაქეებს, რომლებიც დიალეზის მკურნალობის კურსს გადიან სხვადასხვა ქალაქებში მიეცემათ 120 (ას ოცი) ლარი ყოველთვიურად, გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვისათვის; 8. ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე მოქალაქეებს რომლებიც საჭიროებენ თერაპიულ მკურნალობას, დაენიშნოთ ყოველთვიური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე 100 (ასი) ლარის ოდენობით ერჯერადად წელიწადში. 5.2.3 ომის და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 03) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: ა) სხვა სახელმიფოს ტერიტორიაზე (ავღანეთი,უნგრეთი) მებრძოლ ომის მონაწილეებს; ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს; გ) სამხედრო ძალების ვეტერანებს; დ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მარჩენალდაკარგულ პირებს. წლის განმავლობაში ერთჯერადად თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 100–ს (ასი) ლარამდე. 5.2.4 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) 1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება, წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე; 2. ოჯახს, რომელსაც შეეძინა მეექვსე და მეტი შვილი 0–18 წლის ჩათვლით ჩაერიცხება საბავშვო ანაბარზე ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით შესაბამის ბანკში 18 წლის ასაკამდე; 3. ოჯახს, რომელსაც შეეძინება მეოთხე და მეტი შვილი 0–18 წლის ჩათვლით მიეცემა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 4. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (90 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 100 (ასი) ლარს; 5. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს (100 წელი და ზევით) დახმარება მიეცემათ ერთჯერადად წელიწადში, თანხის ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს; 6. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი; 7. განსაკუთრებით შემთხვევაში შესაძლებელია დახმარება გაეწიოს ოჯახებს, ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორიათას) ლარამდე, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. 5.2.5 მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) 1. დედით ან მამით ობოლ ბავშვს რომელსაც, არ შესრულებია 18 წელი მიეცემათ 150 (ასორმოცდაათი) ლარი წელიწადში ერთჯერადად; 2. მარტოხელა პენსიონერებს, რომელტაც არა ჰყავთ შვილი, შვილიშვილი ან სხვა კანონით გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი გაეწევათ ერთჯერადი დახმარება 100 (ასი) ლარამდე. 3. მოქმედი კანონის წესით მიჩნეულ მარტოხელა დედებს გაეწევათ დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 5.2.6 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის ,,უფასო სადილით“ უზრნველყოფის მიზნით დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ბენეფიციარზე დღეში ერთჯერ უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად). 5.2.7 სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა სარიტუალო მომსახურება; ბ) ავღანეთის ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სარიტუალო მომსახურება. ამასთან ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გარდაცვლილ მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა სარიტუალო უზრუნველყოფის ხარჯები თითოეულზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 5.2.8 სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა გარკვეული კატეგორიის ღვაწმოსილ, დამსახურებულ ბენეფიციარზე, რაიმე დღესასწაულის ან ღირშესანიშნავი დღის აღსანიშნავად თანხის რაოდენობა განისაზღვროს 500 (ხუთასი)ლარამდე. 5.2.9 საჩხერე - პერევის და პერევი-საჩხერის საავტობუსო რეისების სუბსიდირება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კონფლიქტურ ზონაში მდებარე სოფელ პერევის მოსახლეობისათვის ქ. საჩხერედან და პირიქით უფასო საავტობუსო რეისები. ამ მომსახურებით ისარგებლებენ, როგორც პერევის, ასევე მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. 5.2.10 სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე გაიცემა დახმარება ერთჯერადად, შემდეგი კატეგორიების მიხედვით და ოდენობით: ა) ხანძრის შედეგად მთლიანად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით; ბ) ხანძრის შედეგად დაზიანებული დამხმარე ნაგებობების დაზიანების შემთხვევაში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) მეწყერის ან სხვა რაიმე ბუნებრივი სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; დ) ეპიდემიის შედეგად, მასობრივად დაწყვეტილი პირუტყვის (ორი ან მეტი) შემთხვევაში, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. 5.2.11 საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 11) აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია თავშესაფარის გარეშე დარჩენილი ოჯახების ბინის ქირის გადახდა. მაქსიმალური გასაცემი თანხა თვეში არ უნდა აღემატებოდეს 130 (ასოცდაათი) ლარს. ,, |
14.
VI თავის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები