გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №13 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016279
32
26/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
190040000.35.148.016279
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №13 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №32

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №13 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის  ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №13 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 08.08.2014, 190040000.35.148.016210) „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცებული დანართი შეიცვალოს ახალი №1 დანართით (დანართი №1 თან ერთვის 1 ფურცლად).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი

დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

I

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

II

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

III

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

IV

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

V

წამყვანი საჯარო თანამდებობა:

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

VI

უფროსი საჯარო თანამდებობა, მათ შორის:

 ა)  საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

 ბ) მთავარი სპეციალისტი

790

 790

VII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

560