„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 129/37
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 26/08/2015
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016044
129/37
26/08/2015
ვებგვერდი, 27/08/2015
010320000.58.070.016044
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №129/37

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 18 ივნისის №122/37 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 18/06/2013, 010320000.58.070.016015) დამტკიცებულ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შინაგანაწესში“ შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1.    მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ მოსამსახურე სამსახურში ვერ ცხადდება დადგენილ დროს, ან მას სამუშაო საათების განმავლობაში ესაჭიროება სამსახურის შენობიდან გასვლა, იგი ვალდებულია შეუთანხმდეს უშუალო ხელმძღვანელს და სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისწეროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, სამსახურში გამოცხადებისთანავე)  ელექტრონულ ფოსტაზე (hrinfo@sao.ge), რომ მისი სამსახურში არყოფნა, ან სამუშაო დროს დროებით შენობიდან გასვლა  შეთანხმებულია უშუალო ხელმძღვანელთან (აღნიშნული წერილის ასლი ეგზავნება მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელს).“.

 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ შინაგანაწესის შესაბამისად, შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლს გენერალური აუდიტორის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს ადმინისტრაცია, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მეშვეობით. ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები და დისციპლინური გადაცდომის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია  წარუდგინოს გენერალურ აუდიტორს. აღნიშნული გადაცდომისთვის მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არა უგვიანეს ერთი თვისა მისი ჩადენის დღიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია