დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31939 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 24/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 24/08/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016342 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №31939
2015 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა.ა) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებული საქონლის დათვალიერება ხორციელდება სკანირებით ან ვიზუალური დათვალიერებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში/რეექსპორტში დეკლარირებული საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლის – ვიზუალური დათვალიერებით.”;
ა.ბ) მე-20 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის პირველი – მე-6 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებულ ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით წარდგენილ საქონელზე ან სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე ექსპორტში/რეექსპორტში დეკლარირებულ საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე, რომლის დათვალიერებაც ხორციელდება სკანირებით ან ვიზუალური დათვალიერებით.“;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):
ბ.ა) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი 10. საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი
დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში | დოკუმენტის დასახელება |
001 | საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
002 | ხელშეკრულება |
003 | შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
004 | სატრანსპორტო ზედნადები |
005 | კონოსამენტი |
006 | მანიფესტი |
007 | TIR-წიგნაკი |
008 | ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ |
009 | დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია |
010 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
011 | ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
012 | ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
013 | შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
014 | რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა |
015 | „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა |
016 | სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
017 | უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა |
018 | საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა |
019 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
071 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |
072 | ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
073 | სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
074 | სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა |
075 | სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
076 | უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა |
077 | უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა |
078 | შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა |
020 | სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა |
021 | არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა |
022 | საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
023 | დსთ-ის ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული) |
025 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების შესახებ |
026 | შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ |
027 | საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი |
028 | იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების შესაბამისობის სერტიფიკატი |
030 | ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი |
031 | ვეტერინარული სერტიფიკატი |
032 | საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია |
034 | იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
035 | საწყობის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
036 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
037 | შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
039 | სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) – ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს |
040 | საქონლის სპეციფიკაცია |
041 | საბანკო გარანტია |
042 | ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
043 | სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
045 | საქონლის დროებითი შენახვის განაცხადი |
046 | სამკურნალო საშუალებების აღნუსხვის ფორმა |
047 | იმპორტის გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი |
049 | შეფუთვის ფურცელი |
050 | ექსპერტიზის აქტი |
051 | საქონლის დათვალიერების აქტი |
052 | საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი) |
053 | ჯარიმის გადახდის დოკუმენტი |
054 | სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ |
055 | ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი |
056 | წერილი |
057 | განცხადება |
058 | ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი |
062 | ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
063 | გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
064 | ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
165 | რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
166 | თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია |
065 | ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია |
067 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 22 |
068 | საფოსტო გზავნილის დეკლარაცია CN 23 |
069 | გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია |
070 | დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი |
200 | ავტომანქანის სახელმწიფო N |
201 | რკინიგზის ვაგონი, N |
202 | თვითმფრინავი, რეისი N |
203 | გემი, რეისი N |
204 | კონტეინერი, N |
210 | წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის N: A- |
300 | ავტომანქანის მარკა |
330 | მედიკამენტის დასახელება |
333 | სიგარეტების დასახელება და რაოდენობა, კოლოფი |
340 | აქციზური მარკების ნომრები |
341 | საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი |
342 | საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს ბრძანება |
345 | აწონვის ქვითარი |
420 | საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
421 | დეკლარანტის (წარმომადგენლის), არასაგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის მიერ დადებული იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) |
444 | დამატებითი ინფორმაცია საქონელზე |
445 | წინასწარი გადაწყვეტილება |
446 | სასაქონლო ზედნადები |
447 | სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი |
449 | ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის”დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას |
450 | ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი |
451 | ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას − შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი |
452 | საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი |
456 | ექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი |
457 | რეექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი |
460 | გირავნობის გარიგება |
461 | დამგირავებლის თანხმობა დაგირავებული საქონლის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემაზე |
462 | სააღსრულებო ფურცელი |
463 | სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობა |
464 | შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი |
465 | ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები“ ; |
ბ.ბ) მე-13 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო
სამართალდარღვევები
N |
|
| |||||
1 | საურავი (მუხლი 272) | A | P/N | 2 | 7 | 2 | 0 |
2 | პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 1 |
3 | საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 2 |
4 | საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 3 |
5 | საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 4 |
6 | საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 5 |
7 | ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 6 |
8 | ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 7 |
9 | საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 10 |
10 | საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 11 |
11 | საქართველოს საბაჟო საზღვარზე 30 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 12 |
12 | საქართველოს საბაჟო საზღვარზე 50 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 13 |
13 | საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანასაბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 14 |
14 | საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 15 |
15 | საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 16 |
16 | სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 17 |
17 | სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 18 |
18 | სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 19 |
19 | საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 20 |
20 | საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება დეკლარანტის მიერ, რასაც არ გამოუწვევია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 21 |
21 | ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის შეუტყობინებლობა (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 22 |
22 | ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან გასვლის/გაფრენის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის შეუტყობინებლობა, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 23 |
23 | საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული იმ დოკუმენტის შენახვის ვადის დარღვევა, რომლის შემოსავლების სამსახურში წარდგენის ვალდებულება არ ეკისრებოდა პირს (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 24 |
24 | პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 25 |
25 | პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილებისათვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, ჩადენილი განმეორებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 26 |
26 | სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (მუხლი 290) | A | P/N | 2 | 9 | 0 | 0 |
27 | სხვა ჯარიმები (მუხლი 291) | A | P/N | 2 | 9 | 1 | 0 |
28 | საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე (ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე) მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით (მუხლი 289) | A | P/N | 2 | 8 | 9 | 131 |
“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
დოკუმენტის კომენტარები