დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1757 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019804 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1757
2015 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-5 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტისა და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული, სპორტული, სოციალური და საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტების დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ა(ა)იპ − ასოციაცია ატუს ხე-ტყით უზრუნველსაყოფად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში − სააგენტო) განახორციელოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ამბროლაურის სატყეო უბნის ნიკორწმინდის სატყეოს №4, №13 და №20 კვარტალებში ტყეკაფების გამოყოფა 10 000 (ათი ათასი) მ3 I ხარისხის (სამასალე) ხე-ტყის მისაღებად.
2. ა(ა)იპ − ასოციაცია ატუმ გამოყოფილ ტყეკაფებზე ხე-ტყის დამზადებისას მიღებული საშეშე მერქანი, ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, გადასცეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს.
3. ა(ა)იპ − ასოციაცია ატუმ, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის მე-2 და მე-4 კატეგორიებისათვის დადგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა.
4. ა(ა)იპ − ასოციაცია ატუმ უზრუნველყოს ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის სააგენტოს მომსახურების საფასურის (დღგ-ის ჩათვლით) – 1 კუბურ მეტრზე 3 (სამი) ლარის გადახდა.
5. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები