ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1756
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019803
  • Word
1756
24/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
000000000.00.003.019803
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1756

2015 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს 2015 წლის 11 სექტემბერს ქალაქ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გასამართი საცეკვაო ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „GlobalGathering“-ის ორგანიზებისათვის შპს „ბრავო რექორდსის“ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი   ი. ღარიბაშვილი