დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან მიმართებაში საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლისა და ალტერნატიული მომლაპარაკებლის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1755 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019802 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1755
2015 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან მიმართებაში საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლისა და ალტერნატიული მომლაპარაკებლის განსაზღვრის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკში (AIIB) საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლისა და ალტერნატიული მომლაპარაკებლის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
2. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან მიმართებით (შემდგომი გადაწყვეტილების მიმღები პირ(ებ)ის (მმართველი და ალტერნატიული მმართველი) განსაზღვრამდე), საქართველოს მხრიდან მთავარ მომლაპარაკებლად განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა, ხოლო ალტერნატიულ მომლაპარაკებლად − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.
პრემიერ - მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები