საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1749
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019753
  • Word
1749
19/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
000000000.00.003.019753
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1749

2015 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თაობაზე

„საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის №422 განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებებში განახორციელოს ცვლილება და პროგრამული კოდი 34 03 − სხვა ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი, შეამციროს 79 000 (სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხა მიმართოს ამავე კოდში პროგრამის განმახორციელებელი სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს „შრომის ანაზღაურებისა“ (61 190 ლარი) და „საქონლისა და მომსახურების“ (17 810 ლარი) ხარჯების ანაზღაურებისათვის.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი