„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 დეკემბრის №934 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენისა და ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1733
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019769
  • Word
1733
13/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
000000000.00.003.019769
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 დეკემბრის №934 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენისა და ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1733

2015 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 დეკემბრის №934 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენისა და ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − საქართველოს რაგბის კავშირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 22 დეკემბრის №934 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:

ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის 2010 წლის 5 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა, №01.14.01.001.054 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სათამაშო და სავარჯიშო მოედნების მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ტრიბუნა, გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო მომსახურების ცენტრი) და ამის შემდგომ სპორტული პროფილის შენარჩუნება მუდმივად.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირი გათავისუფლდეს ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) შორის 2010 წლის 5 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2.2 მუხლის საფუძველზე ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი