ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1730
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019796
  • Word
1730
13/08/2015
ვებგვერდი, 01/09/2015
000000000.00.003.019796
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1730

 2015 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების  განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულების პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მისთვის გამოყოფილი 732 000 (შვიდას ოცდათორმეტი ათასი) ლარიდან აუთვისებელი 53 883.73 (ორმოცდაცამეტი ათას რვაას ოთხმოცდასამი ლარი და სამოცდაცამეტი თეთრი) ლარის ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 30 მარტს მომხდარი სტიქიის (ძლიერი ქარის) შედეგად დაზიანებული 3 (სამი) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (მისამართები: აღმაშენებლის ქ. №87, ბუკიას ქ. №2 და თამარ მეფის ქ. №35) სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

პრემიერ-მინისტრი      ი. ღარიბაშვილი