დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1729 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019795 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1729
2015 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება გარდაბნის მუნიციპალიტეტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან, 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში, თბილისი-რუსთავის მაგისტრალიდან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 2.5 კმ-იანი მონაკვეთის მიმდინარე შეკეთების სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები