დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1728 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019794 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1728
2015 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 30 ივლისის №5/46438 გადაწყვეტილება, ქალაქ გორში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა №5-ში მდებარე 4297.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების - №01, ადმინისტრაციული შენობა, 4 სართულიანი, საერთო ფართი - 4088.01 კვ.მ (მ.შ. სარდაფი - 821.85 კვ.მ; I სართული - 815.52 კვ.მ; II სართული - 815.42 კვ.მ; III სართული - 722.95 კვ.მ; IV სართული - 856.09 კვ.მ; ტექნიკური სართული - 56.18 კვ.მ), №02 არასაცხოვრებელი, განაშენიანების ფართი - 86 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.45.31.079) გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები