დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1726 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019792 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №172 6
2015 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (ს/კ 206237491) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადით, გადასცეს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთარშენში მდებარე 38876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით – 12081.41 კვ.მ, კერძოდ: №01 განაშენიანების ფართით - 1856,6 კვ.მ; №02 განაშენიანების ფართით – 167,3 კვ.მ; №03 განაშენიანების ფართით – 255 კვ.მ; №04 განაშენიანების ფართით – 132 კვ.მ; №05 განაშენიანების ფართით – 136,2 კვ.მ; №06 განაშენიანების ფართით – 10446,9 კვ.მ; №07 განაშენიანების ფართით-124,5 კვ.მ; №08 განაშენიანების ფართით –84,1 კვ.მ; №09 განაშენიანების ფართით - 136,2 კვ.მ; №10 განაშენიანების ფართით –49,3 კვ.მ; №11 განაშენიანების ფართით - 50,4 კვ.მ; №12 განაშენიანების ფართით –45,2 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.44.01.011).
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები