სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1725
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019791
  • Word
1725
13/08/2015
ვებგვერდი, 31/08/2015
000000000.00.003.019791
სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1725

2015 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიეცეს თანხმობა, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის ფარგლებში შპს „University Research Co.“-ის საქართველოს ფილიალის (შემდგომში − URC) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტიკისთვის შესყიდული და სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის გადაცემული და მის ბალანსზე არსებული 2 ცალი GeneXpert სისტემა უსასყიდლოდ, დროებით 1 წლამდე ვადიან სარგებლობაში, აუქციონის გარეშე გადასცეს შპს „ნიუ ჰოსპიტალსს“ და სს „რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს“, ტუბერკულოზის შემთხვევების აქტიური მოძიების, სეპარაციის (იზოლაციის) და მკურნალობის სტრატეგიის FAST (Fasting TB cases Actively, Separating safely, Treating effectively) დანერგვის მიზნით, ქვეყანაში ტუბერკულოზის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის გასაუმჯობესებლად.

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ GeneXpert სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ერთჯერადი გამოყენების კარტრიჯების გადაცემას ცენტრი განახორციელებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ი. ღარიბაშვილი