დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1720 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019786 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1720
2015 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების − ქ. თბილისში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის −„თბილისის“ შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 36 500 (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები