დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელი „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვე-პროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელი „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვე-პროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) სესხის ფინანსური პირობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1716 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019782 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1716
2015 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელი „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელი „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) სესხის ფინანსური პირობების შესახებ
მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელი „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელი „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვეპროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები სესხის თაობაზე შემდეგი ფინანსური პირობებით:
1. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელი „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვე-პროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) შემთხვევაში:
სესხის ოდენობა: დაახლოებით, 19.9 მილიონი EUR;
სესხის ვალუტა: EUR;
სესხის ხანგრძლივობა – 15 წელი;
შეღავათიანი პერიოდი – 3 წელი;
ვალდებულების გადასახდელი – წლიური 0.15% (აუთვისებელ თანხაზე);
საპროცენტო განაკვეთი – EURIBOR + 0.50% (2015 წლის 30 ივლისის მდგომარეობით 6-თვიანი EURIBOR-ის განაკვეთი შეადგენს 0.048%).
2. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელი „შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის – ქვე-პროგრამა 2“-ის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) შემთხვევაში:
სესხის ოდენობა: დაახლოებით, 38 მილიონი SDR;
სესხის ვალუტა: SDR;
სესხის ხანგრძლივობა –- 25 წელი;
შეღავათიანი პერიოდი – 5 წელი;
საპროცენტო განაკვეთი – წლიური 2%.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები