შპს „G.M.M.“- ისათვის უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „G.M.M.“- ისათვის უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1712
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019778
  • Word
1712
11/08/2015
ვებგვერდი, 31/08/2015
000000000.00.003.019778
შპს „G.M.M.“- ისათვის უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1712

2015 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „G.M.M.“- ისათვის უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო), მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების (შემდგომში − თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება) ტერიტორიებზე მაღაზიების ფუნქციონირების მიზნით, შპს „G.M.M.“-ს (ს/კ 401969250 ) იჯარის უფლებით გადასცეს შემდეგი უძრავი ქონება:

ა) პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №2 დაწესებულება − მდებარე ქ. ქუთაისში, ხარებავას ქუჩა №85-ში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 143,15 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

ბ) პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №3 დაწესებულება − მდებარე ქ. ბათუმში, თევდორე მღვდლის ქუჩა №27-ში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 40,22 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

გ) ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №5 დაწესებულება − მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მთისძირში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 85 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

დ) პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №6 დაწესებულება − მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მთისძირში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 80,88 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

ე) პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №7 დაწესებულება − მდებარე ქ. თბილისში, გულუას ქუჩა №31-ში არსებულ შენობა-ნაგებობაში − 6 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

ვ) პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №8 და №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება − მდებარე ქ. თბილისში, გლდანის VII მ/რ-ში, მე-2 კმ-ზე გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 83,21 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

ზ) პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №9 დაწესებულება − მდებარე ქ. თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩა №11-ში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 47,23 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

თ) №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება − მდებარე ქ. თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩა №3-ში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 34,42 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

ი) ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №12 დაწესებულება − მდებარე ქ. თბილისში, ვ. გორგასლის ქუჩა №77-ში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 28,82 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

კ) ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №14 დაწესებულება − მდებარე წყალტუბოში, სოფელ გეგუთის ვარციხის დასახლებაში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 65,07 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

ლ) ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №15 დაწესებულება − მდებარე მცხეთაში, დაბა ქსანში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 14,42 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

მ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის №16 დაწესებულება − მდებარე ქ. რუსთავში, მშენებელთა ქუჩა №60-ში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 57 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

ნ) ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №17 დაწესებულება − მდებარე ქ. რუსთავში, მშენებელთა ქუჩა №64-ში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 134,92 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

ო) ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი №19 დაწესებულება − მდებარე მცხეთაში, დაბა ქსანში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 74,51 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი;

პ) თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება − მდებარე ქ. თბილისში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №260-ში გაშენებულ შენობა-ნაგებობაში − 33 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი.

2. იჯარის მიზანია პენიტენციური დაწესებულებებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მაღაზიების კეთილმოწყობა, ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა, სანიტარიული ნორმების დაცვა, საკვები პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმით, ჰიგიენური საშუალებებითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფა.

3. იჯარით ქონების გადაცემის დამატებითი პირობები განისაზღვროს მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულებით. სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები შპს „G.M.M.“-თან, ამ განკარგულებით გათვალისწინებული იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვროს 2015 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                              ი.  ღარიბაშვილი