დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017015 |
|
„სსიპ –
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სსიპ –
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110810008, 10.08.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016171) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ –
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (შემდგომში – CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია: საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა, ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ფინანსური ხელშეწყობა.
2. კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას: ა) ერთობლივი კვლევითი პროექტებისათვის; ბ) ერთობლივი სემინარების ჩასატარებლად. 3. ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის (შემდგომში – პროექტი) განხორციელების მონიტორინგის წესს. |
მუხლი 2.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება |
1. კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ფონდი და CNR.
2. ფონდი და CNR კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფენ: ა) კონკურსის გამოცხადებას CNR-სა და ფონდს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით (შემდგომში – შეთანხმება) განსაზღვრული პერიოდულობით; ბ) კონკურსის გამართვისა და საპროექტო განაცხადების მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას; გ) CNR-სა და ფონდს შორის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული რაოდენობის გამარჯვებული საპროექტო განაცხადების გამოვლენასა და დაფინანსებას. 3. ფონდი უზრუნველყოფს: ა) საქართველოს მეცნიერთა საპროექტო განაცხადების მიღებას; ბ) ფონდის საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ამ ბრძანებით დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად მეორე მხარისგან დამოუკიდებლად შეაფასებს წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს; გ) ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ საპროექტო განაცხადების რანჟირებული სიის მომზადებასა და უმაღლესი შეფასების მქონე საპროექტო განაცხადების ჩამონათვალის CNR-თან გადაგზავნას; დ) CNR-თან ერთად გამარჯვებული საპროექტო განაცხადების გამოვლენასა და ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებას; ე) გამარჯვებული კვლევითი პროექტების/სემინარების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სუბიექტები |
1. ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის/სემინარისათვის საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადს ამზადებენ და წარადგენენ პროექტში ჩართული საქართველოს ჯგუფი და იტალიური ჯგუფი. საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს საპროექტო განაცხადი შეაქვს ფონდში, იტალიურ ჯგუფს –
CNR-ში.
2. კვლევით პროექტში/სემინარში ჩართული საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს: მაგისტრანტი, დოქტორანტი, მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე. 3. პროექტს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობას და პასუხიმგებელია ამ საქმიანობის ანგარიშგებაზე. |
მუხლი 4.
პროექტების ფორმატი და ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება |
1. კონკურსი ერთობლივი კვლევითი პროექტებისათვის ითვალისწინებს პროექტში მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის წევრების: საერთაშორისო მგზავრობის, საცხოვრებლისა და ვიზის, საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველდღიური ხარჯების ანაზღაურებას.
2. ფონდის მხრიდან თითოეული გამარჯვებული ერთობლივი კვლევითი პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ევრო, CNR-ის მხრიდან თითოეულ გამარჯვებულ პროექტში მონაწილე იტალიური ჯგუფისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ევრო. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს. 3. კონკურსი ერთობლივი სემინარების ჩატარებისათვის ითვალისწინებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფების შემდეგი აქტივობების დაფინანსებას: ა) საქართველოში სემინარის მოსაწყობად საჭირო ლოჯისტიკურ დანახარჯებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ დარბაზის დაქირავების ხარჯებს, მონაწილეთა ადგილობრივი (საქართველოს ფარგლებში) ტრანსპორტირების ხარჯებს, მონაწილეთა კვების ხარჯებს, სემინარის მასალების დაბეჭდვის ხარჯებს, თარჯიმნის მომსახურების ხარჯებს; ბ) იტალიაში ჩასატარებელ სემინარში მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის საერთაშორისო მგზავრობას, საცხოვრებლისა და ვიზის ხარჯებს, საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველდღიურ ხარჯებს. 4. ფონდის მხრიდან სემინარის ჩატარების დაფინანსება შეადგენს არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ევროს. 5. ფონდი აფინანსებს პროექტებში მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის აქტივობებს, CNR აფინანსებს პროექტში მონაწილე იტალიური ჯგუფის აქტივობებს. 6. სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების/სასტუმროს ხარჯების შედგენისას საქართველოს მეცნიერთა ჯგუფმა უნდა იხელმძღვანელოს „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებით განსაზღვრული ნორმებით. |
მუხლი 5.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა |
1. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტისათვის საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტში ჩართული საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ ფონდში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; ბ) საპროექტო წინადადებას: ერთობლივი კვლევის აღწერასა და პროექტის დასაბუთებას; გ) პროექტის ბიუჯეტს; დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკს; ე) პროექტის რეზიუმეს ქართულ და ინგლისურ ენაზე; ვ) საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის წევრთა პროფესიულ ავტობიოგრაფიებს (CV); ზ) საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის წევრთა მუშაობის ან/და განათლების/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს. 2. ერთობლივი სემინარის ჩასატარებლად საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის მიერ ფონდში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას კონკურსში მონაწილეობის თაობაზე; ბ) საპროექტო წინადადებას: ერთობლივი სემინარის მიზნების აღწერას, პროექტის დასაბუთებას, მონაწილეთა სიას; გ) პროექტის რეზიუმეს ქართულ და ინგლისურ ენაზე; დ) საქართველოს ჯგუფის წევრთა პროფესიულ ავტობიოგრაფიებს (CV); ე) საქართველოს ჯგუფის წევრთა მუშაობის ან/და განათლების/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს. 3. იმ შემთხვევაში, თუ სემინარი საქართველოში იგეგმება, საჭიროა დამატებით წარმოდგენილ იქნეს: ა) პროექტის ბიუჯეტი; ბ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი. 4. ფონდსა და CNR შორის შეთანხმებული კონკურსის გამოცხადების დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 5. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას. |
მუხლი 6.
პროექტების შეფასება |
1. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი საპროექტო განაცხადები ფონდის მიერ შესაფასებლად გადაეცემა ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ საკონკურსო კომისიას.
2. საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს საკონკურსო კომისია საკუთარი შემადგენლობიდან. 3. საკონკურსო კომისია: ა) ამტკიცებს იმ საპროექტო განაცხადების სიას, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის შესახებ; ბ) განიხილავს საპროექტო განაცხადებს, აფასებს მათ და ადგენს რანჟირებულ სიას; გ) ერთობლივი კვლევითი პროექტების შესაფასებლად საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს ამ ბრძანების დანართ №2-ში აღნიშნული შეფასების კრიტერიუმებით; დ) ერთობლივი სემინარის საპროექტო განაცხადების შესაფასებლად საკონკურსო კომისია ხელმძღვანელობს ამ ბრძანების დანართ №3-ში აღნიშნული შეფასების კრიტერიუმებით. 4. საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებული ერთობლივი კვლევითი პროექტების/სემინარების რანჟირებული სიიდან უმაღლესი შეფასებების მქონე საპროექტო განაცხადების ჩამონათვალს ფონდი უგზავნის CNR-ს. 5. ფონდი CNR-დან იღებს მის მიერ ჩატარებული შეფასების პროცედურით გამოვლენილ საუკეთესო ერთობლივი კვლევითი პროექტების/სემინარების სიას. 6. ფონდისა და CNR-ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო საპროექტო წინადადებებიდან ერთობლივად შეირჩევა დასაფინანსებელი ერთობლივი კვლევითი პროექტები/სემინარები. |
მუხლი 7.
ინტერესთა კონფლიქტი |
1. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება საკონკურსო კომისიის წევრი იყოს ის პირი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო-კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი); ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში, პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია, პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია, იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. საკონკურსო კომისიის წევრი ვალდებულია საკონკურსო კომისიას და გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია საკონკურსო კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით. |
მუხლი 8.
საგრანტო ხელშეკრულება |
დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების ფონდის მიერ დამტკიცების შემდეგ, ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე მეცნიერთა ჯგუფთან.
|
მუხლი 9.
საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი |
1. გრანტის გამცემი ახორციელებს პროექტის შესრულების მონიტორინგს, რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 3. ფინანსური მონიტორინგის დროს გრანტის გამცემი: ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფინანსურ კონტროლს გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, რაზეც ადგენს შესაბამის განხილვის აქტს; ბ) ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ საგრანტო სახსრების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ასლებისა ან/და ელექტრონული (დასკანერებული) სახით; გ) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 4. ფინანსური მონიტორინგისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში. 5. ფინანსური მონიტორინგისას წარმოდგენილ ანგარიშებში ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომელიც არ არის დაკავშირებული არამიზნობრივ ხარჯთან, გრანტის გამცემი განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადას. 6. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას გრანტის გამცემი ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს. 7. გრანტის გამცემი არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებულ შედეგზე. 8. გრანტის გამცემს აქვს უფლებამოსილება მოწვეული ექსპერტის მეშვეობით შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები