დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100100010.22.038.016504 |
|
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №82 ბრძანებით (სსმ, 100100010.22.038.016044, 17.05.2013 წ.,) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 122–1
24 პუნქტები:
„122. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შეწყალების საკითხთა კომისიას, მომართვის საფუძველზე, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დადგენილ ვადაში, უგზავნის მსჯავრდებულის დახასიათებას ამ წესის დანართი №18-ის შესაბამისად. 123. ამ მუხლის 122 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეწყალების საკითხთა კომისიისათვის ცნობის გაგზავნის შემდგომ, თუ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა წახალისების ზომები ან/და მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, აგრეთვე თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან მიღებულია გამამტყუნებელი განაჩენი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ზემოაღნიშნული გარემოებების დადგომიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში შეწყალების საკითხთა კომისიას გაუგზავნოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. 124. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ყოველი თვის ბოლოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარუდგინოს ანგარიში, ამ მუხლის 122 და 123 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეწყალების საკითხთა კომისიისათვის გაგზავნილი ცნობების და ინფორმაციის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები