დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 434 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.10.003.018820 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 100110000.10.003.018660, 19.06.2015) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;“; ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.“. 2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი, ეკონომიკური დეპარტამენტი, სამედიცინო დეპარტამენტი, ლოჯისტიკის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, აგრეთვე შიდა აუდიტის სამსახური, პროტოკოლის სამსახური და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ქმნიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურს.“. 3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანებია: ა) სამინისტროს საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს საარქივო საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროსა და სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღების საქმიანობის უზრუნველყოფა.“. 4. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.“. 5. 22-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი: „მუხლი 221. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამოცანებია: ა) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; ბ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრების, სემინარებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის ორგანიზება; გ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) შეკრება, დამუშავება და სამინისტროს ვებგვერდზე განთავსება.“. 6. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი: „მუხლი 251. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ამოცანებია: ა) ადამიანური რესურსების მართვა და შესაბამისი გეგმის შემუშავება; ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი; გ) სამინისტროს მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; დ) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები