„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 432
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018818
432
24/08/2015
ვებგვერდი, 25/08/2015
010320000.10.003.018818
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №432

2015 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30.09.2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26

1. მთავარი საჯარო თანამდებობა:

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე.

2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) დეპარტამენტის დირექტორი;

ბ) გენერალური ინსპექციის უფროსი;

გ) დეპარტამენტის უფროსი;

დ) დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე;

ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ვ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

ზ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

თ) სამსახურის უფროსი;

ი) მთავარი სამმართველოს უფროსი;

კ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ლ) გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი;

მ) სამმართველოს უფროსი;

ნ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი;

ო) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე;

პ) სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ჟ) შტაბის (სამმართველოს) უფროსი;

რ) შტაბის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე;

ს) მინისტრის მრჩეველი.

3. უფროსი საჯარო თანამდებობა:

ა) მინისტრის თანაშემწე;

ბ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;

გ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე;

დ) პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმი;

ე) პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მოადგილე;

ვ) განყოფილების უფროსი;

ზ) სოციალური განყოფილების უფროსი;

თ) შტაბის (განყოფილების) უფროსი;

ი) განყოფილების უფროსი (კანცელარიის უფროსი);

კ) სექტორის მენეჯერი;

ლ) კორპუსის ოფიცერი;

მ) განყოფილების უფროსის მოადგილე;

ნ) სპეციალური დაცვის განყოფილების მებრძოლი;

ო) ასეულის მეთაური;

პ) ასეულის მეთაურის მოადგილე;

ჟ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორი;

რ) გენერალური ინსპექციის მრჩეველი;

ს) მრჩეველი;

ტ) განყოფილების უფროსი ექიმი;

უ) ლაბორატორიის (განყოფილების) უფროსი;

ფ) გამომძიებელი;

ქ) უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;

ღ) მთავარი ინსპექტორი;

ყ) ოცეულის მეთაური;

შ) მთავარი ინსპექტორი (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე).

4. უმცროსი საჯარო თანამდებობა:

ა) გენერალური ინსპექციის ინსპექტორი;

ბ) ინსპექტორ-გამომძიებელი;

გ) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი;

დ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტი;

ე) მთავარი სპეციალისტი;

ვ)  სპეციალისტი;

ზ) გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე;

თ) უფროსი მორიგე ინსპექტორი;

ი) გუშაგთა ცვლის უფროსი;

კ) უფროსი ინსპექტორი;

ლ) უფროსი სოციალური მუშაკი;

მ) უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში);

ნ) უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში);

ო) უფროსი ინსპექტორი (საბრძოლო მომზადების დარგში);

პ) უფროსი ინსპექტორი (კონტროლის ინსპექტორი);

ჟ) იურისტი;

რ) უფროსი კონსულტანტი;

ს) კონსულტანტი;

ტ) მებრძოლი;

უ) ინსპექტორი;

ფ) ინსპექტორი (საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში);

ქ) ინსპექტორი (ექიმი);

ღ) საქმისმწარმოებელი;

ყ) ფსიქოლოგი;

შ) ინსპექტორი (მორიგე);

ჩ) ინსპექტორი (გუშაგი);

ც) ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე);

ძ) სოციალური მუშაკი;

წ) ოპერატიული მორიგე;

ჭ) ოპერატიული მორიგის თანაშემწე;

ხ) სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორი;

ჯ) ინსპექტორი (საწყობის გამგე);

ჰ) ინსპექტორ-კონტროლიორი;

1) ბუღალტერი;

2) საწყობის მენეჯერი;

3) უმცროსი ინსპექტორი (მორიგე);

4) უმცროსი ინსპექტორი;

5) ოცეულის მეთაურის მოადგილე;

6) დამხმარე მოსამსახურე;

7) სასადილოს მენეჯერი;

8) ბიბლიოთეკის მენეჯერი;

9) ყარაული;

10) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეან-გინეკოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ონკოლოგი ქირურგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, ალგოლოგი, ფთიზიატრი, კრიტიკული მედიცინის ექიმი, დერმატოვენეროლოგი, ფთიზიოპულმონოლოგი, სეფსოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგ-ორთოპედი, ექიმი ლაბორანტი, ექიმი ბიოქიმიკოსი, ბაქტერიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმი დიეტოლოგი);

11) ფსიქოლოგი;

12) რენტგენ-ლაბორანტი;

13) ლაბორანტი;

14) ფარმაცევტი;

15) ფარმაციის ასისტენტი;

16) უფროსი ექთანი;

17) ექთანი (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, ანესთეზიის ექთანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ექთნის ასისტენტი, ლაბორანტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენ-ლაბორანტი, მორიგე რენტგენ-ლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი დიეტოლოგი, პროვიზორი);

18) ექთნის ასისტენტი;

19) სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციული ასისტენტი;

20) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი;

21) სტატისტიკოსი;

22) სანიტარი;

23) დიასახლისი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი