„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016508
93
26/08/2015
ვებგვერდი, 27/08/2015
010340020.22.038.016508
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №93

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №56 ბრძანებით (სსმ, 010340020.22.038.016471, 26/06/2015) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ-ქ“ ქვეპუნქტები:

„მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელება;

ნ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) ვებგვერდზე განთავსება;

ო) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და სამინისტროს პერსონალის ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;

პ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;

ჟ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;

რ) სამინისტროს სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ს) სამინისტროს სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

ტ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;

უ) სამინისტროს სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ქ)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;“.

4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

,,1) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელება.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:

„მუხლი 111

საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:

ა) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) ვებგვერდზე განთავსება;

ბ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და სამინისტროს პერსონალის ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;

გ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;

დ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;

ე) სამინისტროს სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;

თ) სამინისტროს სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;

ი) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი