დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.038.016509 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/08/2015 - 12/08/2017)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
მუხლი 1
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიენიჭება უპირატესობა); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) უცხო ენის ცოდნა; ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”; თ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”; კ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“; ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; მ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.
მუხლი 2 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიენიჭება უპირატესობა); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით; გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”; თ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ი) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”; კ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“; ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; მ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.
მუხლი 3 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარულ ან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები სასურველია); ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნა; ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ"
დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ ზ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; თ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”; ი) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“; კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.
მუხლი 4 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარულ ან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები სასურველია); ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნა; ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი); ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (მესამე თავი); დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ ვ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”; თ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.
მუხლი 5 1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარულ ან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები სასურველია); ბ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება (სასურველია); გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნა; ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი); ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (მესამე თავი); დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ ვ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები