„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N38 დადგენილებაში ვლილების შეტანის შესახებ

„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N38 დადგენილებაში ვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.139.016196
25
21/08/2015
ვებგვერდი, 25/08/2015
190020020.35.139.016196
„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N38 დადგენილებაში ვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2015 წლის 21 აგვისტო

ქ. ბორჯომი

 

„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 14/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.139.016154)
დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1 - საკრებულოს არათანამდებობის პირ წევრთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ის ფარგლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საკრებულოს (არათანამდებობის პირი) წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

 

საკრებულოს წევრი

ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის;

ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომარჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის

 

საკრებულოს სხვა (არათანამდებობის პირი) წევრი

397

 

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე