„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.149.016255
23
21/08/2015
ვებგვერდი, 26/08/2015
190040000.35.149.016255
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №23

2015 წლის 21 აგვისტო

ქ. კასპი

„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„კასპის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის 64 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.12.2014 წ., 190040000.35.149.016231) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება

1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების (0-დან-18 წლამდე) სოციალური დახმარება, სამკურნალო კვების პროდუქტების შესაძენად, გაიცემა ყოველთვიურად 100  ლარის ოდენობით

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ყოველთვიურად სამკურნალო კვების პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტის მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული ანგარიშფაქტურა.”;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია მოსახლეობის იმ ჯგუფისათვის, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ითვლებიან დახმარების მიმღებად, გარდა ამ წესის 1-ლი, 11, მე-2 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დაფინანსებისა.” .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე