დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 277 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.22.033.016803 |
|
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016708) დამტკიცებულ „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ორგანიზაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციაზე დანართი №1-ის შევსება ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (შემდგომში – „CPV-კოდები“) შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ხელშეკრულების მონაცემების გადმოტვირთვის ან/და საბიუჯეტო კლასიფიკაციის და სამეურნეო ოპერაციის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შესაბამისად, სხვა კატეგორიის CPV-კოდის დამატების გზით, ამავე ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“. 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს: ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ბ1) სამშენებლო სამუშაოს შესყიდვისას, შესაძლებელია არჩეულ იქნეს სამუშაოს შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივების (მანქანა-დანადგარების) შესაბამისი CPV-კოდის სხვა კატეგორია, რის შესახებაც მიეთითება „შენიშვნის“ ველში;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) სამშენებლო სამუშაოს შესყიდვისას, საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი CPV-კოდის კატეგორიის/ქვეკატეგორიის არარსებობის შემთხვევაში, ზედა იერარქიული კატეგორიის ან სხვა კატეგორიის CPV-კოდის დამატება მოხდეს „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის“, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის და სამეურნეო ოპერაციის ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის შესაბამისად“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მეათე დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები