დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016283 |
|
„თვითმმართველი თემის –
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი თემის –
თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/02/2015, 010250050.35.163.016244) და ამავე დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის პირველი და მე-4 მუხლები, დანართი №2-ით დამტკიცებული პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, დანართი №4-ით დამტკიცებული პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულება და დანართი №7-ით დამტკიცებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის პირველი მუხლი და ამავე ოქმის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული დანართების შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
|
№
„1. მყიდველმა აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ------------ (---------------------) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №–––––––––––––––––––––––; მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი ––––––––, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი -------------, გადახდის დანიშნულება – შემოსულობა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან. 4. თელავის მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.“ |
დანართი №2 |
პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
|
№
„2. ოქმის მოქმედების და ამ ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა შეზღუდულ, პირობადებულ საკუთრებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.“
|
დანართი №4
|
პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის
ნასყიდობის ხელშეკრულება |
№
20 წელი „-------“ „--------------------“ ქ. თელავი (წელი, რიცხვი, თვე,)
წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა--------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- (აუქციონში გამარჯვებულის – ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად, ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე----------------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი) ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: -------- (-------------------) ლარი. (ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მმართველის მიერ გამართულ აუქციონზე ------------ (თარიღი, ლოტის №) შემოთავაზებული ფასის: --------------- ( ---------------------------) (ციფრებით) (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად დადებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი № ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა-------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------- ქონება. (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების სრული საპრივატიზებო საფასური - ------- (-----------) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე----------------------------------------------------------------- სხვა პირობები და ვალდებულებები: 1. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. 3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამგებელთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. 4. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 5. თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება. 6. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ჩაითვლება ანგარიშწორებისას. 7. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 8. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 9. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. 1 რჩება გამყიდველს, ხოლო 2 გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს. 10. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. აუქციონატორი: (ხელმომწერი) -------------------------- --------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა, ბეჭედი)
აუქციონში გამარჯვებული პირი (ხელმომწერი) ------------------------------- ------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა, ბეჭედი)
|
დანართი №7
|
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
|
№
„1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0.1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები