დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 276 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 21/08/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016802 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1. მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 45 კალენდარულ დღეს.“. 2. 37-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გაფორმების ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი №VII–02) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.“. 3. 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება; გ) იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის ან დაულუქავი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია), აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, თუ საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება;“. 4. 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილების ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 45 კალენდარულ დღეს.“. 5. 94-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება. 2. იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის ან დაულუქავი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია), აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, თუ საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.“. 6. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 110. ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი/გასატანი საქონლის განადგურება 1. ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით, კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და ნებართვას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის წარმოდგენა ან/და საქონლის უკან დაბრუნება, ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება: ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით; ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით; გ) სხვა მეთოდის გამოყენებით. 3. საქონლის განადგურება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფროსის ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ. 4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი №XXIV–02) 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს. 5. განადგურების ოქმის შევსებისას, განადგურებული საქონლის დასახელება მიეთითება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები