„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 278
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016804
278
21/08/2015
ვებგვერდი, 24/08/2015
230210000.22.033.016804
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №278

2015 წლის 21 აგვისტო 

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-11 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:“.

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით.“;

ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. თუ რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის ასახვა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია, მათი საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება მოწმობით.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში, თუ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების  დანიშნულების  ადგილზე  წარდგენის  დადასტურება  რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია, საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული სარკინიგზო ზედნადების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის   და   გარე   გადამუშავების   სასაქონლო   ოპერაციების   გამოყენებისას,   საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მყოფი საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებით შენახვის ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.“.

4. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა

1. რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – ელექტრონული მოწმობა, დანართი №II-03) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების (სარკინიგზო ვაგონი/კონტეინერი) საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.

2. ელექტრონული მოწმობა ივსება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს მეშვეობით ელექტრონულად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე.

3. ერთი ელექტრონული მოწმობა ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე, რომელსაც  წარმოადგენს  ერთი  ან რამდენიმე  დასახელების  საქონელი,  გაგზავნილი  ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, სარკინიგზო ვაგონების/კონტეინერების ერთი შემადგენლობით.

4. ელექტრონული მოწმობის შევსების მიზნით, რკინიგზა მიმდინარე რეჟიმში აწვდის შემოსავლების სამსახურს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადამზიდავ სარკინიგზო ვაგონებზე/კონტეინერებზე გაფორმებული საგზაო უწყისების (შემდგომში – უწყისი) შესახებ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში ასახულ შემდეგ მონაცემებს:

ა) უწყისის ნომერი;

ბ) უწყისის სერია;

გ) უწყისის გამცემი ქვეყნის კოდი (გზის კოდი);

დ) უწყისის ტიპი (სავაგონო, საკონტეინერო);

ე) გამგზავნი რკინიგზის სადგური;

ვ) დანიშნულების რკინიგზის სადგური;

ზ) ტვირთის გამგზავნის საიდენტიფიკაციო ნომერი;

თ) ტვირთის გამგზავნის დასახელება;

ი) ტვირთის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი;

კ) ტვირთის მიმღების დასახელება;

ლ) ვაგონის ნომერი;

მ) კონტეინერის სუფიქსი და ნომერი;

ნ) კონტეინერის ტარა;

ო) ტვირთის ბრუტო წონა;

პ) ტვირთის კოდი;

ჟ) ტვირთის დასახელება;

რ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას;

ს) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღს;

  ტ) რკინიგზის სადგურის კოდს, რომელიც ახორციელებს ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღება შემოსავლების სამსახურს ასევე შეუძლია საქონლის გადამზიდველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე.

6. თავის მხრივ შემოსავლების სამსახური რკინიგზას მიმდინარე რეჟიმში აწვდის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში ასახულ შემდეგ მონაცემებს:

ა) ტვირთის გამომგზავნი ქვეყანა;

ბ) ტვირთის მიმღები ქვეყანა;

გ) სასაქონლო ოპერაციის კოდი;

  დ) დეკლარაციის ნომერი (იმ შემთხვევაში, თუ განხორციელებულია წინასწარი დეკლარირება);

ე) ტვირთის გამგზავნის დასახელება;

ვ) ტვირთის მიმღების დასახელება;

ზ) ტვირთის გამგზავნის საიდენტიფიკაციო ნომერი;

თ) ტვირთის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი;

ი) ტვირთის ბრუტო წონა;

კ) ტვირთის ნეტო წონა;

ლ) ტვირთის დასახელება;

მ) ტვირთის კოდი;

ნ) გამგზავნი საგადასახადო ორგანო;

ო) დანიშნულების საგადასახადო ორგანო;

პ) ელექტრონული მოწმობის რეგისტრაციის ნომერი;

ჟ) ტვირთის შესახებ ერთ-ერთ შემდეგ ინფორმაციას:

ჟ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ტვირთის საბაჟო კონტროლზე აყვანის შესახებ ინფორმაციას;

ჟ.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემდგომ გადაადგილებაზე უარის შესახებ ინფორმაციას;

ჟ.გ) ტვირთის დროებით შეჩერების შესახებ ინფორმაციას;

ჟ.დ) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების შესახებ ინფორმაციას;

ჟ.ე) ტვირთის დანიშნულების ადგილზე გამოცხადების გაუქმების შესახებ ინფორმაციას;

ჟ.ვ) ტვირთის საბაჟო კონტროლიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას;

რ) ამ პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარების თარიღს.

7. ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის  დადასტურება  ხდება  საქონლისა  და  სატრანსპორტო  საშუალების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 24 საათისა საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის,

„ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.

8. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ს მეშვეობით ელექტრონული მოწმობის  შევსების,  რეგისტრაციის,  სტატუსების  მინიჭებისა  და  კონტროლიდან  მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.

5. დანართი №II-02-ის შემდეგ დაემატოს დანართი №II-03 თანდართული ფორმით.

6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი სს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ ტერიტორიამდე;“.

7. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებით შენახვის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული მოწმობით ან დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით:“;

ბ) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვისას, როდესაც საქონელი არ ჩამოიტვირთება სატრანსპორტო საშუალებიდან;

ბ)   მოწმობით   ან   ელექტრონული   მოწმობით   გადაადგილებული   იმ   საქონლის დროებით შენახვისას, რომელიც საბაჟო საწყობში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ   საზღვაო   ნავსადგურში   განსაზღვრულ   ტერიტორიაზე   (ნავთობის   მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ჩამოიტვირთა  სატრანსპორტო  საშუალებიდან,  მაგრამ  არ  ამოწურულა  განაცხადის წარდგენის 30-დღიანი ვადა;“.

8. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – განაცხადის რეგისტრაციამდე, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმებამდე ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებამდე ან სარკინიგზო ზედნადების დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საქონლის დროებით შენახვისა.“;

ბ) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი  ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში/ელექტრონულ მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო საბაჟო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად;“.

9. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის ან ელექტრონული მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან;“;

ბ) „ბ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე – განაცხადის რეგისტრაციის ან ASYCUDA-ს პროგრამაში მოწმობის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმების ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ  საქონელზე  –  გამოცხადების  ელექტრონულად  დადასტურების/ სარკინიგზო ზედნადების დამოწმების თარიღიდან, ხოლო საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ   საზღვაო   ნავსადგურში   განსაზღვრულ   ტერიტორიაზე   (ნავთობის   მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას –  საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან.“.

10. 58-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ელექტრონული მოწმობა – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახმელეთო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის გადაადგილება ხორციელდება გამგზავნ საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოწერილი მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით, ხოლო საქონლის (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) ტრანზიტის დასრულების მიზნით, დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში (გაფორმების საგადასახადო ორგანოში) დამატებით წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია.“.

11. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შენახვის ადგილიდან დანიშნულების  საბაჟო  გამშვები  პუნქტის  მიმართულებით  გადაადგილება  განახლდება დროებით   შენახვის   ვადის   გასვლამდე   ახალი   მოწმობის   გაცემით   ან ელექტრონული მოწმობის შევსებით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ  ბაზაში  რეგისტრირებული  ცარიელი  ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა.“.

12. 73-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა.“.


მუხლი 2
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი