„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016801
275
21/08/2015
ვებგვერდი, 24/08/2015
230210000.22.033.016801
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №275

2015 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებსა ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე, რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში.“.

2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნაღდ ფულზე (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკებზე ან/და სხვა ფასიან ქაღალდებზე (რომელთა ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში) – წარმომავლობისა და მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

3. 49-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია (დანართი №XI–01) ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში, დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას, ფიზიკური პირის მიერ ან საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში,  ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ მიიღება.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) როდესაც საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირი „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს მის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება.“.

4. დანართი №XI-01 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლიგიორგი თაბუაშვილი