“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.038.016514
99
26/08/2015
ვებგვერდი, 27/08/2015
010320030.22.038.016514
“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №99

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე”  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანებით (სსმ, 010320030.22.038.016480, 30/06/2015) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის დანართი №6-ის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პენიტენციურ დეპარტამენტში:

1. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი – იუსტიციის გენერალ-მაიორი;

2. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე – იუსტიციის გენერალ-მაიორი;

3. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;

4. მთავარი სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

5. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

6. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

7. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

8. პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

9. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

10. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველოს) უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

11. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

12. პენიტენციური დეპარტამენტის შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

13. სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

14. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

15. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

16. განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

17. განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი) – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

18. განყოფილების უფროსი (სამორიგეოს  უფროსი) – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

19. განყოფილების უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

20. სპეციალური დაცვის განყოფილების მებრძოლი – იუსტიციის კაპიტანი;

21. ასეულის მეთაური – იუსტიციის მაიორი;

22. ასეულის მეთაურის მოადგილე – იუსტიციის კაპიტანი;

23. მთავარი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

24. ოცეულის მეთაური – იუსტიციის მაიორი;

25. მებრძოლი – იუსტიციის კაპიტანი;

26. უფროსი მორიგე ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

27. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

28. გუშაგთა ცვლის უფროსი – იუსტიციის კაპიტანი;

29. გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე – იუსტიციის კაპიტანი;

30. ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი;

31. უმცროსი ინსპექტორი (მორიგე) – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;

32. ოცეულის მეთაურის მოადგილე – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;

33. უმცროსი ინსპექტორი – იუსტიციის ზემდეგი;

34. ყარაული – იუსტიციის ზემდეგი.“.

2. წესის დანართი №6-ის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) ანალიტიკურ დეპარტამენტში:

1. დეპარტამენტის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;

3. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

4. განყოფილების უფროსი  – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

5. მთავარი  ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

6. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

7. ინსპექტორი - კაპიტანი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი