ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/08/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016179
35
19/08/2015
ვებგვერდი, 21/08/2015
010250050.35.121.016179
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2015 წლის 19 აგვისტო

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი  პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 22 ივლისის №4087-რს  დადგენილების  ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის  შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შევიდეს ცვლილებები ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014  წლის  15  ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17.07.2014 წელი, 010250050.35.121.016102), კერძოდ:

ა)  მე-6 მუხლის მესამე პუნქტის ,,ა.თ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,ა.თ)  ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე გამგეობის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;“;

ბ) მე-6 მუხლის მესამე პუნქტის  ,,გ.ვ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

გ) მე-6 მუხლის მესამე პუნქტის ,,ე.ვ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.ვ) მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს - საბჭოებს, სამუშაო ჯგუფებს და ამტკიცებს მათ დებულებებს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი