დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს "ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალის" განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ |
| მიღების თარიღი | 18/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2015 წლის 11 სექტემბერს, დღის 3 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67.
სს „ ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლი ს“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 11 აგვისტო.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოებისადმი შეთავაზებული ბიზნესწინადადების – ახალი ობიექტის მშენებლობის საკითხის განხილვა.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის განცხადების საფუძველზე მისი გადარჩევა და ახალი წევრის არჩევა.
3. სხვადასხვა საკითხები.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლი ს“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2015 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის “ რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის “
დირექტორი: დ. რუსაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები