დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 391 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 13/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №391
2015 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
ანგარიშვალდებულ საწარმოთათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის მიზნით ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 25 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნების განსაზღვრის, საანგარიშგებო მოთხოვნებისაგან გათავისუფლების, ანგარიშვალდებული საწარმოების ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე:
1. ამ განკარგულების დანართი №1-ით დამტკიცდეს წილის ყრით დადგენილი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგი.
2. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
3. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ნადარაია
დანართი №1
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთა პირველადი რიგი
1. შპს „ეროვნული რეესტრი“
2. სს „კავკასრეესტრი“
3. სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები